loader

მსოფლიოს ყველაზე დიდი შენობა ჩინეთში, რომელსაც საკუთარი "მზე" აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ყველაზე დიდი შენობა ჩინეთში, რომელსაც საკუთარი "მზე" აქვს

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში, მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა ააგეს. New Century Global Center-ს, რაც ქართულად "ახალი საუკუნის გლობალურ ცენტრს" ნიშნავს, შეიძლება ეწოდოს 22-ე საუკუნის შენობა. ყველაზე მასშტაბური ნაგებობა სიდნეის ოპერის თეატრის ზომის 20 შენობას ან კიდევ 5 პენტაგონს დაიტევს.

შენობის საერთო ფართობი 1,7 მლნ კვ.მ-ს შეადგენს. New Century Global Center სავაჭრო ცენტრებს, ხმელთაშუა ზღვის სტილის ვილებს, აკვაპარკს, ყინულის მოედანს და რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს. მხოლოდ სავაჭრო ფართს კომპლექსის 400 ათასი კვ.მ. უკავია.

უმსხვილეს დახურულ კომპლექსს საკუთარი "მზე" - ხელოვნური განათების მასშტაბური სისტემა აქვს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე