loader

სარეკლამო ბილბორდზე შეცდომით პორნოფილმი აჩვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარეკლამო ბილბორდზე შეცდომით პორნოფილმი აჩვენეს

ჩინეთში, ცილინის პროვინციაში, ქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე დამონტაჟებულ სარეკლამო ბილბორდზე 10 წუთის მანძილზე პორნოფილმის ჩვენება მიმდინარეობდა.

როგორც გაირკვა, პროგრამისტს, გვარად იუანს, ცილინის ხალხმრავალ სადგურზე დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანი უნდა შეეკეთებინა, თუმცა ლედ-მონიტორიდან თავისი ნოუთბუქის გამორთვა დაავიწყდა და სამუშაოს დასრულების შემდეგ ფილმის - "აკრძალული ლეგენდა: სექსი და საჭმელი ჩხირების" ყურება დაიწყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ თვითონ ერთადერთი მაყურებელი არ ყოფილა.

ათი წუთის შემდეგ იუანს მონიტორის მფლობელებმა დაურეკეს. მან მაშინვე გამორთო კომპიუტერი, თუმცა დააგვიანდა: იმ პირებისთვის, ვინც აუდიო-ვიზუალურ პორნოგრაფიულ მასალას ავრცელებს, ჩინეთის კანონმდებლობა 2-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.