სტამბულის სასამართლომ გეზი-პარკის რეკონსტრუქცია შეაჩერა
სტამბულის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ყველა ის სადავო პროექტი გააუქმა, რომელიც ტაქსიმის მოედნისა და გეზი-პარკის რეკონსტრუქციას ეხებოდა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 8 ივნისს მიიღო, თუმცა მის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა, რაც გაურკვეველია, თუ რატომ მოხდა ასე.
სტამბულის ადმინისტრაციული სასამართლოს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ იყო მიღებული ტაქსიმის მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტის გეგმა. თუმცა ხელისუფლებას ახლა შეუძლია ან გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ან ახალი პროექტი წარადგინოს.
სტამბულში გეზი-პარკის რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით აქციები მაისის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით, დემონსტრაციებმა მთელი თურქეთი მოიცვა და ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა. მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარ შეტაკებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 ათასი კი დაშავდა.