loader

20 მეტრის სიმაღლიდან გადმომხტარი თვითმკვლელი გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 მეტრის სიმაღლიდან გადმომხტარი თვითმკვლელი გადარჩა

ირკუტსკში, მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ხტომის შემდეგ თვითმკვლელი გადარჩა, თუმცა მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

ფსიქოლოგი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა თვითმკვლელი, საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა, თუმცა, როდესაც მასთან მაშველი მივიდა და შეეცადა დაეჭირა, ის მაინც გადახტა.

თვითმკვლელი, რომელიც მონღოლეთის მოქალაქეა, თითქმის 3 საათის განმავლობაში იჯდა შენობის სახურავზე და დაკარგული საბუთების აღდგენას ითხოვდა. როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები რამდენიმე თვის წინ დაკარგა და ბიუროკრატიული შეფერხებების გამო სამშობლოში ვერ ბრუნდება.