loader

ვარსკვლავები და მათი ტყუპისცალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარსკვლავები და მათი ტყუპისცალები

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს ჟიზელ ბიუნდჰენს ტყუპისცალი და ჰყავს. პატრისია 5 წუთით უმცროსია ჟიზელზე. ამჟამად პატრისია, დის სტატუსის გარდა, სუპერმოდელის მენეჯერობასაც ითავსებს.

მსახიობ ეშტონ კატჩერის ტყუპისცალი მაიკლი აიოვაში ცხოვრობს 7 წლის შვილთან ერთად. მაიკლი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. "იყო ეშტონ კატჩერის ძმა, საშუალებას მაძლევს, სხვებს დავეხმარო" - განუცხადა მაიკლმა 2010 წელს ერთ-ერთ ჟურნალს.

28 წლის მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს ტყუპისცალი ძმა - ჰანტერი ჰყავს, რომელიც კარიერის ყველა ეტაპზე გვერდით უდგას პოპულარულ დას. ჰანტერს საკუთარი მიღწევებიც აქვს: 2008 წელს ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ორგანიზატორი იყო.