loader

ირანელ მოცურავე ქალს "ისლამთან შეუსაბამო" კოსტიუმის გამო რეკორდი არ ჩაუთვალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანელ მოცურავე ქალს "ისლამთან შეუსაბამო" კოსტიუმის გამო რეკორდი არ ჩაუთვალეს

ირანელ მოცურავე ელჰამ ასგარის ირანის სპორტის სამინისტრომ უარი უთხრა ცურვაში სარეკორდო შედეგის დაფიქსირებაზე, რის მიზეზადაც სპორტსმენის "ისლამურ კანონებთან შეუსაბამო" საცურაო კოსტიუმი დაასახელა.

32 წლის ასგარიმ 11 ივნისს კასპიის ზღვის 18 კმ-იანი მონაკვეთი 8 საათში გადაცურა. "ცურვა ქალთა პლაჟიდან დავიწყე. თანაც, ისლამური კანონების შესაბამისი, "დახურული" საცურაო კოსტიუმი მეცვა, როგორიც უწინ ქვეყნის საცურაო სახეობათა ფედერაციამ დაუშვა", - აღნიშნავს ელჰამი ვიდეომიმართვაში.

შარიათის კანონების შესაბამისად, ირანში ყველა ქალი ვალდებულია, საზოგადოებრივ ადგილებში თავდახურული წარსდგეს; ამასთან, სხეული ტანსაცმლით უნდა ჰქონდეს მთლიანად დაფარული. ქალებს ეკრძალებათ იმ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, რომლებშიც მამაკაცები მონაწილეობენ.

www.sportall.ge