loader

კრიშტიანუ რონალდუ თბილისშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრიშტიანუ რონალდუ თბილისშია

კრიშტიანუ რონალდუ თბილისშია. რონალდუ საქართველოში რამდენიმე საათის წინ მეგობარ გოგონა ირინა შეიკთან ერთად ჩამოფრინდა. მას თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზაზე გულშემატკივრები დახვდნენ. მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დიღომში, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა. რონალდუსთან ერთად ბაზას საქართველოს ენერგეტიის მინისტრი და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე, ასევე ცნობილი ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ეწვივნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც.

ამის შემდეგ რონალდუ უკვე დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე გაემგზავრა, სადაც ანდრეი შევჩენკოსთან ერთად თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია გახსნა.
რონალდუ და შევჩენკო დაესწრებიან ასევე თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს, რომელიც "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.