08.07.2013. რა გახდა მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების მიზეზი? - ლელა ბაღდავაძის სიუჟეტი
მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმით სახალხო დამცველი დაინტერესდა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გამოიკვეთილია სერიოზული დარღვევები. დღეიდან ომბუდსმენის აპარატმა გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის საქმის შესწავლა დაიწყო. როგორც ცნობილია, ცხედარი ორი დღის წინ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე მიქაუტაძე განიცდიდა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მამუკა მიქაუტაძეს თავი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოეკლა - ლელა აბღდავაძის სიუჟეტი.