მადრიდთან ახლოს ავტოავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
მადრიდთან ახლოს, მთავარ გზატკეცილზე ავტობუსის ავარიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსის მძღოლმა მოულოდნელად დაკარგა მართვის კონტროლი, გზის ჯებირი გაარღვია და გადაბრუნდა. დაშავებულ 20-მდე მგზავრს სამაშველო სამსახურმა ადგილზევე აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება.