loader

პატრიარქის პორტრეტი-ხალიჩა - აზერბაიჯანელ მუსლიმთა საჩუქარი ილია მეორეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქის პორტრეტი-ხალიჩა - აზერბაიჯანელ მუსლიმთა საჩუქარი ილია მეორეს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას 20-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ესწრებოდა, საქართველოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. შეხვედრას აზერბაიჯანელ მუსლიმთა რელიგიური საბჭოს თავმჯდომარე აზიზ ნაბიევი და კულტურულ-საგანმანათლებლო-რელიგიური ცენტრის, "ალულბეითის" ხელმძღვანელი ფაიგ ნაბაევი ესწრებოდნენ.

აზიზ ნაბიევმა უწმინდესს ირანში მოქსოვილი ხალიჩა გადასცა, რომლის ორივე მხარეს ილია მეორის პორტრეტი აბსოლუტური სიზუსტითაა გამოსახული. ხალიჩას ორი სპეციალისტი 10 თვის განმავლობაში, ყოველდღე 10 საათის მანძილზე ქსოვდა. ხალიჩა ბუნებრივი ბამბის ძაფისგან არის ნაქსოვი და მასში 140 ფერია გამოყენებული.

ნაბიევის თქმით, ამ საჩუქრით სურდათ, უწმინდესისთვის აღსაყდრების 35-ე და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღები მიელოცათ.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად