loader

ვლადიმერ ბედუკაძის საკითხის განხილვაში, გადაწყვეტილების მიღებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ ბედუკაძის საკითხის განხილვაში, გადაწყვეტილების მიღებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა - არჩილ კბილაშვილი

ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

კბილაშვილი არ ახმაურებს, რა პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა არც პრემიერ-მინისტრს და არც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიუღიათ და გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა მიიღო. "ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე მეკისრება მე", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის თქმით, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ლადო ბედუკაძეს ციხის სკანდალური კადრების გავრცელებით არანაირი სარგებელი არ მიუღია, გარდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდა მისი ქვეყნიდან გაყვანა.

იხილეთ "რეზიუმე" სრულად

იხილეთ ვიდეო ინგლისურად