loader

"ცოცხალი" ნახატი - შთამბეჭდავი "სხეულის მხატვრობა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოცხალი" ნახატი - შთამბეჭდავი "სხეულის მხატვრობა"

35 წლის ჰოლანდიელი იოჰანეს სტროეტერი Bodypaint-ში (სხეულის მხატვრობა) 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონია. სტროეტერის შთაგონების წყარო ბუნებაა. ამ სტილში მისი პირველი შედევრი ტროპიკული ადამიანი-ბაყაყი გახლდათ - ხუთი ადამიანისგან "შექმნილი" ულამაზესი ამფიბია. თითოეულ ნახატს სტროეტერი 5 თვეზე მეტხანს გეგმავს, ხატვას კი 8 საათამდე უნდება.

"ბოდიფეინთი" იმით არის განსაკუთრებული, რომ თავად ნახატი ცოცხალია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და შეუძლია, იმოძრაოს. იოჰანესი არც ნატურის სიმცირეს უჩივის და კლიენტიც ბლომად ჰყავს - მისი უკანასკნელი ნამუშევრების ამსახველი ფოტოები ათიათასობით ევროდ გაიყიდა, მისი გამოფენები კი ხალხს ვეღარ იტევს.

იხილეთ "კვირის პალიტრის" საიტზე: იოჰანეს სტროეტერი - ბოდიპეინტის მაესტრო

ასევე იხილეთ: "ძუძუთმხატვრობა" - ქალი, რომელმაც სააკაშვილისთვის შიშველი სხეულით ნახატი შექმნა