ეპილაციის რეკლამის დროს პრომოუტერმა მისი სიმწარე საკუთარ თავზე გამოსცადა
კანადურმა სილამაზის სალონმა Fuzz Wax Bar, ცვილის ეპილაციის რეკლამისთვის ტორონტოს ქუჩებში სტრიპტიზი მოაწყო. პრომოუტერი ფასდაკლების კუპონებს უჩვეულო გზით არიგებდა, თუმცა, ამან ხალხი არ დააფრთხო და შიშველი მამაკაცის გარშემო უამრავი სანახაობის მოყვარული ადამიანი შეიკრიბა.