loader

რჩეულიშვილს და კერვალიშვილს 250-250-ათასი, ცაგურიას - 100 ათასი ლარის გირაო დაეკისრათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რჩეულიშვილს და კერვალიშვილს 250-250-ათასი, ცაგურიას - 100 ათასი ლარის გირაო დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, ბრალდებულ რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 250-250-ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში "დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიასთან მიმართებში, რომლის მიმართაც პროკურატურა პარტიმრობას ითხოვდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ივანე ცაგურია სასამართლო დარბაზიდან 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და მას დანარჩენ ორ ბრალდებულთან ერთად გირაოს გადახდის ვადად 30 დღე გაესაზღვრა.

პროკურატურა, რუსუდან კერვალიშვილსა და "ცენტრ პოინტ ჯგუფის" კიდევ ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს დიდი ოდენობით თანხმების მითვისებაში ედავება. ამავე საქმეზე 11 ივლისს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია დააკავეს.