ირაკლი ალასანიამ სომხეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სომეხ კოლეგას, თეირან ოჰანიანს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სომხეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის მეგობრული ურთიერთობებია. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგია.
თავის მხრივ, თეირან ოჰანიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ალასანიას თბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მეგობრობს.
პირისპირ შეხვედრამდე თავდაცვის სამინისტროს ეზოში მოეწყო სომხეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი.