loader

"არსენალის" ფანმა კლუბის ავტობუსს 6 კილომეტრი ფეხით სდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსენალის" ფანმა კლუბის ავტობუსს 6 კილომეტრი ფეხით სდია

ლონდონის "არსენალი", რომელიც აზიაში ტურნეს ატარებს, ვიეტნამში ჩავიდა, სადაც ქალაქ ჰანში ექსკურსია გაიარა. ექსკურსიის შემდეგ კლუბის ავტობუსს, რომელიც სასტუმროში მიდიოდა, ვიეტნამელი ქომაგი დაედევნა.

გულშემატკივარი ცდილობდა, ავტობუსს არ ჩამორჩენოდა და ამასობაში ბოძებს და ხეებს ეჯახებოდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ მიუღია და სირბილს აგრძელებდა.

როცა ფეხბურთელებმა მორბენალი გულშემატკივარი დაინახეს, შეძახილებით მისი გამხნევება დაიწყეს და მწვრთნელებს მასთან კონტრაქტის გაფორმებას სთხოვდნენ.

ამის შემდეგ კი ავტობუსი გაჩერდა და "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ქომაგი ტრანსპორტში მიიწვია, სადაც გულშემატკივარმა ფეხბურთელებს ხელი ჩამოართვა და მიკელ არტეტასთან ერთად ფოტო გადაიღო.

თურმე, "არსენალის" ფანი ავტობუსს 6 კილომეტრი მისდევდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

www.sportall.ge