შთამბეჭდავი დომინოს ეფექტი - მსოფლიო რეკორდი 270 ათასი დომინოს წაქცევით
გერმანიაში 270 ათასზე მეტი დომინოს წაქცევით მსოფლიო რეკორდი მოხსნეს. თორმეტმა გერმანელმა მოხალისემ სრულიად ჩვეულებრივი დომინოს ქვებით არაჩვეულებრივი სანახაობა მოაწყო. 270 ათასზე მეტი დომინოს ქვით მათ უზარმაზარი სპირალი, რკინიგზა, ცნობილი ადამიანების პორტრეტები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ძეგლი დახატეს. ქვები ამ შედევრის მხოლოდ მცირე ნაწილში არ წაიქცა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რეკორდის დამყარებაში.