სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა წვიმამ წალენჯიხა და ზუგდიდი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონები დააზარალა. ათამდე სოფელში დატბორილია გზები, ჩამოწვა მეწყერი. წალენჯიხის ცენტრში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლები. განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ყანები.