არასამთავრობოების აქცია აუტისტი და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "მზის შვილები" და "ჯანდაცვის რეფორმებისა და მონიტორინგის ცენტრი" ერთობლივი აქცია გამართეს. ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში. აქცია დილიდან მიმდინარეობდა და მასში 30 ბავშვი იყო ჩართული, თავდაპირველად ისინი მთაწმინდის პარკში, შემდეგ კი ზოოპარკში იმყოფებოდნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა და მას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.