5 000 ევროს წაგების შემდეგ მამაკაცმა სათამაშო აპარატები ნაჯახით დაამსხვრია
იტალიის ერთ-ერთ სოფელში, ბარში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შედის ზრდასრული მამაკაცი ბარში ნაჯახით და როგორ ამტვრევს სათამაშო აპარატებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნურე ბრეგუმ 5 000 ევრო წააგო და რევანშის მიზნით ნაჯახით მოუღო ბოლო გასართობ აპარატებს.