უფასო ყავა მათთვის, ვინც ამთქნარებს
სამხრეთ აფრიკის ტამბოს აეროპორტში არაჩვეულებრივი ყავის აპარატი დადგეს. მისი არაჩვეულებრივობა კი იმაში მდგომარეობს, რომ აპარატი უფასო ყავას იმ ადამაინებს ურიგებს, რომლებიც ამთქნარებენ. ყავის აპარატის ფუნქციონირება უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზეა შესაძლებელი, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის მიმიკის ამოცნობა.