გადაუღებელი წვიმის გამო ჩაქვი და ბათუმის ბულვარი დაიტბორა
კოკისპირული წვიმის შედეგად დაბა ჩაქვში მდინარე ადიდდა და ცენტრალური მაგისტრალის სავალი ნაწილი დაიტბორა. წყლის სიმაღლემ ნახევარ მეტრს მიაღწია. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო, რამდენიმე მანქანას ძრავა დაუზიანდა.
სამაშველო სამსახურის ორმა ბრიგადამ და საპატრულო პოლიციამ მოძრაობის აღდენა წყლის დონის დაწევის შემდეგ შეძლეს. მაშველების განმარტებით, წვიმის შეჩერების შედეგად არხმა წყლის გატარება შეძლო, საგზაო მოძრაობა აღდგა და რამდენიმე წუთში მაგისტრალი საცობისგან გათავისუფლდა. გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ბათუმის ბულვარიც.
წყარო: "აჭარის ტელევიზია"