"ჭიჭე მაფასქირი" - "პატარა უფლისწული" მეგრულად გამოიცა
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი ნაწარმოების "პატარა უფლისწულის" წაკითხვა უკვე მეგრულადაც შესაძლებელია. დაბეჭდილია წიგნის 350 ეგზემპლარი. "ჭიჭე მაფასქირი" სტამბოლში მცხოვრები ლაზების ხელშეწყობით გამოიცა და მსურველებს მისი შეძენა დღეიდან შეეძლებათ.