loader

რობი უილიამსმა ფანს უკანალზე კოცნა და ავტოგრაფი დაუტოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობი უილიამსმა ფანს უკანალზე კოცნა და ავტოგრაფი დაუტოვა

ინგლისელი მომღერალი რობი უილიამსი ეპატაჟურობით გამოირჩევა და არასდროს ამბობს უარს სკანდალურ გამოხდომებზე. ამჯერად მან კიდევ ერთხელ გააოცა თავისი ფანები. კონცერტის დროს უილიამსმა სცენაზე აიყვანა გოგონა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "გთხოვ, უკანალზე მომაწერე ხელი, რომ ტატუ გავიკეთო". მომღერალმა ფანს გული არ დასწყვიტა, უკანალზე ავტოგრაფი დაუტოვა და კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა - ხელმოწერას კოცნაც დააყოლა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონამ დანაპირები შეასრულა და რობი უილიამსის ავტოგრაფი ტატუდ აქცია.

ასევე იხილეთ: "მაკოცე ტრ..ზე" - 71 წლის კონკურსანტმა ჟიური და დარბაზი პირდაღებული დატოვა