ბრაზილიაში თოვლი მოვიდა
ბრაზილიაში თოვლი მოვიდა. მართალია, ივლისი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში ყველაზე ცივი თვეა, მაგრამ წელს ტემპერატურა განსაკუთრებით მკვეთრად დაეცა - ზოგიერთ რეგიონში ნულიდან მინუს ხუთ გრადუსამდე ცელსიუსითაც კი. ბრაზილიაში ბოლო 15 წლის მანძილზე თოვლი პირველად მოვიდა. რამდენიმე ქალაქში ჩინოვნიკებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.