loader

თინეიჯერი, რომელსაც იშვიათი დაავადება - არლეკინის სინდრომი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინეიჯერი, რომელსაც იშვიათი დაავადება - არლეკინის სინდრომი აქვს

18 წლის ჰანთერ სთეინიცი ერთი შეხედვით შეიძლება დამწვრობის მსხვერპლად მოგეჩვენოთ. თუმცა, სინამდვილეში გოგონას იშვიათი დაავადება აქვს: არლეკინის სინდრომი. ჰანთერს არ შეუძლია თვალების დახუჭვა, გამუდმებით პარიკს ატარებს, ხოლო მისი სხეული გამუდმებით გაუწყლოებას განიცდის. მის ორგანიზმს არ შეუძლია ოფლის გამოყოფა, ამიტომ ზაფხულის ცხელი ტემპერატურა გოგონასთვის სახიფათოა. ბავშვობაში, თანაკლასელების მხრიდან მუდმივი დაცინვის გამო, მშობლებმა მას ურჩიეს გარშემომყოფებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა საკუთარი დაავადების შესახებ. ამჟამად გოგონა საგანმანათლებლო ტიპის გაკვეთილებს უკითხავს სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.