ცხოვრება სახურავზე - მდიდრული კემპინგი მდიდარი ადამიანებისთვის
ნიუ იორკის სასტურმოების ბიზნესში ახალი ტენდენცია - მდიდრული კემპინგი ინერგება. სასტუმროს მეპატრონეები კლიენტებს შენობების სახურავებზე მოწყობილ ბანაკებს სთავაზობენ. ამ ღიაცისქვეშა აპარტამენტებში სტუმრების მოთხოვნების გათვალისწინებით ან კარავი დგას ან ორადგილიანი, მდიდრული საწოლი. აქ ყველაფერია, რომ კლიენტებმა თავი არაჩვეულებრივ გარემოში იგრძნონ.