30-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს ასახლებენ
მე-13 სკოლის ყოფილი შენობიდან 30-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს ასახლებენ. 105 სოციალურად დაუცველი შენობაში უკვე 9 თვეა ცხოვრობს. ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა გულუა. მისი თქმით, მე-13 სკოლის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტრომ დევნილთა სამინისტროს გადასცა და აქ სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, შემდეგ კი დევნილებს შეასახლებენ. გულუას განცხადებით, დევნილთა სამინისტრო მხოლოდ დევნილებზეა პასუხისმგებელი და სოციალურად დაუცველ პირებზე მზრუნველობა თბილისის მერიას ეკისრება.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოც.დაუცველებს ალტერნატიული ფართი კოჯორში გამოუყო, ხოლო დევნილთა სამინისტრო ობიექტიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მე-13 სკოლის ყოფილი შენობიდან 6 ოჯახი, ასევე თემქაზე არსებული ობიექტიდან 8 სოციალურად დაუცველი ოჯახი დღეს კოჯორში ალტერნატიულ ფართში გადავა. ამასთან, მისივე თქმით, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შენობაში მყოფ სხვა პირებს საცხოვრებელი ფართები აქვთ და მათ სოფლებში წასვლა არ უნდათ.
ადგილზე ხუთი სატვირთო მანქანაა მიყვანილი. შენობასთან სამართალდამცველებიც რჩებიან.
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე