ხელოვანმა მკვდარი სირაქლემა ვერტმფრენად აქცია
ჰოლანდიელმა მხატვარმა, ბარტ იანსენმა სირაქლემა ვერტმფრენად აქცია. მან სირაქლემისგან, რომელიც ფერმაში რამდენიმე თვის წინ მოკვდა, ფიტული გააკეთა, ზედ პროპელერები დაამაგრა და სენსორებით აღჭურვა, რომელსაც სპეციალური პულტით მართავს. სირაქლემა-ვერტმფრენს რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იანსენი მკვდარი ცხოველებისგან მფრინავ ობიექტებს აკეთებს. შარშან მან კატა-ვერტმფრენი გააკეთა. პატრონმა საყვარელი კატის, ორვილეს დაკარგვა ვერ აიტანა და ვერტმფრენად გადააქცია. იანსენი ამ გამოგონების გამო ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზეც მიიწვიეს.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე