loader

გერმანელმა დრაგ-ქუინმა პირის ამოკერვით რუსეთში ჰომოფობია გააპროტესტა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანელმა დრაგ-ქუინმა პირის ამოკერვით რუსეთში ჰომოფობია გააპროტესტა (+18)

გერმანელმა დიჯეიმ და დრაგ-ქუინმა (საპირისპირო სქესის ე.წ "დრაგ" ტანსაცმელში გადაცმული შემსრულებელი) სახელად Barbie Breakout, რუსეთში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება უკიდურესი ფორმით გააპროტესტა - პირი ამოიკერა და ეს პროცესი მთლიანად აღბეჭდა ფირზე.

ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის" შესახებ. რუსეთის დუმამ კი 3 ივლისს მიიღო კანონი, რომლითაც გეი-წყვილებს რუსი ბავშვების შვილად აყვანა ეკრძალებათ. სწორედ ამ ანტი-ჰომოსექსუალური დამოკიდებულების გასაპროტესტებლად ამოიკერა პირი Barbie Breakout-მა.