loader

გეი აქტივისტი პოლიციამ რუს სამხედროებს ხელიდან გამოგლიჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეი აქტივისტი პოლიციამ რუს სამხედროებს ხელიდან გამოგლიჯა

ორ აგვისტოს, საჰაერო-სადესანტო ჯარების დღეს, სანკტ-პეტერბურგში გეი-აქტივისტმა კირილ კალუგინმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა პიკეტი, რომელიც მედესანტეებთან შეკამათებით დასრულდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 21 წლის სტუდენტი სამხედრო ღონისძიებაზე ლგბტ დროშით მივიდა. მას მალევე მივარდნენ სამხედროები და დროშა გამოგლიჯეს. აურზაურის შეჩერება მახლობლად შეკრებილმა პოლიციელებმა სცადეს, რომლებმაც აქტივისტი საკუთარ მანქანაში ჩასვეს და მისი ადგილიდან გაყვანა სცადეს, თუმცა, სამხედროებმა საპატრულო მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა რამდენიმე მედესანტე საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში მოათავსეს.