რუსეთის დროშა ამოისვა, უკრაინის დროშაზე მოშარდა - ამერიკული პანკ-ჯგუფი მორიგ სკანდალში
რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკული პანკ-ჯგუფის Bloodhound Gang-ის წევრმა რუსეთის დროშა უხერხულ ადგილას ამოისვა, რის გამოც ჯგუფის წევრები აეროპორტში ცემეს კიდეც. ახლახანს კი ჯგუფი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. როგორ ჩანს, პანკ-ჯგუფის წევრები ან შარს ეძებენ, ან დროშების წაბილწვის დაუოკებელ სურვილს ვერაფერს უხერხებენ. ამჯერად, ჯგუფის გიტარისტმა ჯარედ ჰასელჰოფმა სცენაზე უკრაინის დროშაზე მოშარდა. ამ ორი ინციდენტის გამო Bloodhound Gang-ის წევრებს შესაძლოა სასამართლოს წინაშე მოუხდეთ წარდგომა ეროვნული სიმბოლიკების შეურაცხყოფის გამო. თუ ასე მოხდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შოუს დადგამენ პროცესზე მუსიკოსები.
ასევე იხილეთ:
ამერიკული პანკ-ჯგუფის Bloodhound Gang-ის წევრმა რუსული დროშა ამოისვა
რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო Bloodhound Gang-ის წევრები სცემეს
ასევე იხილეთ:
ამერიკული პანკ-ჯგუფის Bloodhound Gang-ის წევრმა რუსული დროშა ამოისვა
რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო Bloodhound Gang-ის წევრები სცემეს