ქართველი სამხედროები ამერიკულ ხომალდზე წვრთნებს გადიან
ბათუმის ნავსადგურში 10 აგვისტოს შემოსულ ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდ "ბალკლიზე" (Bulkeley) ქართველი სამხედროები წვრთნებს გადიან. ბათუმის სანაპირო დაცვის უფროსის მოადგილის შოთა მიროტაძის თქმით, ამერიკული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები სანაპირო დაცვის პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით.
წვრთნები შეეხება გემის ძრავის შეკეთებას, გემის მართვას, პირველად სამედიცინო დახმარებას და აბორდაჟს ანუ გემის სწრაფ დაპყრობას. როგორც "ბალკლის" კაპიტანმა მეტ ფილიპსმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროები ქართველ კოლეგებს გემის მართვის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ამერიკული სამხედრო-საზღვაო ხომალდი "ბალკლი" ბათუმის ნავსადგურს 13 აგვისტოს დატოვებს.