loader

წალენჯიხაში დაკარგული მთამსვლელები 2-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წალენჯიხაში დაკარგული მთამსვლელები 2-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თითქმის 2-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფის ყველა წევრს - 2 გოგონასა და 4 ბიჭს მიაკვლიეს.

ქართველ მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე "ჭითაგვალას" მწვერვალისკენ სვლა ორი დღის წინ დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3 200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. მან სხეულის დაზიანება მიიღო, ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

მაშველებმა მოყვარულ მთამსვლელთა ჯგუფის ყველა წევრის გამოყვანა ვერტმფრენით უზრუნველყვეს. დაზარალებულ მთამსვლელს სამაშველო სამსახურის ექიმმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია. დაშავებული მოყვარული მთამსვლელი და ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშველებმა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან თბილისში გადმოიყვანეს.