loader

"მე და ზეცა" - გოგა ხაჩიძის ვიდეოჩანახატი ტობავარჩხილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე და ზეცა" - გოგა ხაჩიძის ვიდეოჩანახატი ტობავარჩხილიდან

საქართველოს პრეზიდენტმა ეგრისის ქედზე ტობავარჩხილის ტბათა სისტემა დალაშქრა. პრეზიდენტს ლაშქრობაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძეც ახლდა. ყოფილი მინისტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლაშქრობის შთაბეჭდილებებს უზიარებს მეგობრებს: "წუხელ ჩამოვედით ტობადან. მოსაყოლი და საჩვენებელი ბევრი მაქვს. აზრზე მოვალ და ნელ-ნელა გაგიზიარებთ შთაბეჭდილებას. უუუუუუf მაგარია ტობა" - წერს 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის წევრი.

ყოფილმა მინისტრმა საკუთარ გვერდზე ფოტოები და რამდენიმე ვიდეოც გაავრცელა. ფოტოებზე გოგა ხაჩიძე მუსიკალური ინსტრუმენტით, ჰენდდრამით არის აღბეჭდილი. ერთ-ერთ ვიდეოს კი პარლამენტარმა ასეთი კომენტარი დაურთო: "მე & ზეცა :) აჟიტირებული ვიყავი სილამაზისგან, მაპატიეთ :)"

ეგრისის ქედზე მოლაშქრეთა ფესტივალი 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაწილეებმა ულამაზესი ტობავარჩხილის ტბათა სისტემა დალაშქრეს და 11 აგვისტოს უკან დაბრუნდნენ. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თანმხლებ პირებთან ერთად ფეხით 42-კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარა.

(ფოტო და ვიდეო გოგა ხაჩიძის "ფეისბუქის" გვერდიდან)

იხილეთ ვიდეო ინგლისურად