loader

დაკარგული დარეჯან დიასამიძე, სავარაუდოდ, ბათუმში ნახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკარგული დარეჯან დიასამიძე, სავარაუდოდ, ბათუმში ნახეს

ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენიდან დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძე, სავარაუდოდ, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენიშნეს.

როგორც დემეტრე თავდადებულის 119 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, გვიან ღამით, დაახლოებით 00.00 საათზე, გოგონა დაინახეს, რომელიც წყალს სვამდა და ტელეფონზე საუბრობდა. მათივე თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვიან, გოგონა დარეჯან დიასამიძე იყო თუ არა. მისივე თქმით, პოლიციაში დარეკეს და აცნობეს, რომ დაკარგული გოგონა დაინახეს, თუმცა პატრული არ მივიდა.

ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც წუხელ, გვიან ღამით გოგონას გამოელაპარაკა, ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებს. ამასთან, როგორც გოგონას დედამ ლამზირა მახარაძემ აღნიშნა, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც გოგონას სატელეფონო საუბარს ისმენდა, უთხრა: "ტელეფონზე ლაპარაკობდა, მე სახლში არ დავბრუნდები, დედა მყავს თურქეთში და უნდა გადავიპაროო".

დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიკარგა.