ირაკლი ალასანიამ დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა. რამაზ დავითაიასთან ირაკლი ალასანია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. კაპრალი მკურნალობის კურსს ჰაიდელბერგის კლინიკაში გადის. თავდაცვის მინისტრი დავითაიას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელს და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა სარდლის მოადგილეს, გენერალ რიჩარდ ტრაიონს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მომავალში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.