მონიკა ბელუჩის ემირ კუსტურიცა ახალ ფილმში იღებს
ცნობილ იტალიელ კინოვარსკვლავს, მონიკა ბელუჩის სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ახალ ფილმში იღებს. ბელუჩი ფილმში მონაწილეობის მისაღებად ბოსნიაში ჩავიდა. მსახიობმა და რეჟისორმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს მომავალ ფილმზე, რომელიც ომის თემაზე იქნება გადაღებული.
"ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ომი და არა რომელიმე კონკრეტული. ფილმის თემა უფრო ადამიანური ბუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ნაჩვენები იქნება ომის ძალადობა" - განაცხადა იტალიელმა სექსსიმბოლომ.
"მონიკა ერთ-ერთია იმ ქალთაგან, ვისზეც "ქალი" ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით ითქმის. ის ძალიან ქალურია, თუმცა ფილმში სრულიად საპირისპირო როლს ასრულებს - საიდუმლო აგენტის, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში ჩადის და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს" - განუცხადა სერბმა რეჟისორმა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს.
ფილმს ორი სახელწოდება აქვს: "რძიან გზაზე" სერბი მაყურებლისთვის, ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის კი ფილმი სახელით "სიყვარული და ომი" გამოვა. კუსტურიცას და ბელუჩის თანამშრომლობის შედეგს მაყურებელი 2014 წელს იხილავს.
იხილეთ:
პაემანი მონიკა ბელუჩისთან - იტალიელი ლამაზმანი ყვავილოვან ფოტოსესიაში
ძალიან ქალური და ძალიან იტალიური - მონიკა ბელუჩი Figaro-ს ფოტოსესიაში