თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული პოლიციელები 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მაისში დაკავებული 6 პოლიციელი წინასწარი პატიმრობიდან 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება, გენერალ თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის უშუალო მონაწილეების, მათ შორის, უშუალო აღმსრულებლების პატიმრობაში მყოფი კრავჩენკოს, კვინიკაძის, გამრეკელაშვილის, ჭაიას, ჩიტაიასა და ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება, მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.