კოსტავას ქუჩაზე ავტობუსში შელაპარაკებისას ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა
        
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც "პალიტრა ტვ"-ს თვითმხილველებმა აცნობეს, #140 ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსში კონტროლიორმა ერთ-ერთ მგზავრს ბილეთი მოსთხოვა. კამათის დროს ნერვიულობის ნიადაგზე მგზავრს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. 
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება იმყოფებოდა.
    
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება იმყოფებოდა.