”რადიაციის საფრთხე საქართველოსაც ემუქრება”
"საქართველოს მწვანეთა პარტიაში" რადიაციული ფონის სავარაუდო ზრდაზე საუბრობენ, ქვეყნის მთავრობას კი ბირთვული საფრხეების შესახებ მოსახლეობის სრულად ინფორმირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც "მწვანეების" ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იაპონიის ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ რადიაცია სხვადასხვა კონტინენტებზე, სხვადასხვა ქვეყნებში ეტაპობრივად გავრცელდა, უკვე პირველ აპრილს კი რადიაციული ფონის ზრდა თურქეთშიც დაფიქსირდა.
როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, გამონაკლისი არც საქართველოა და არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ საფრთხე ჩვენც გვემუქრებოდეს.
"მწვანეების" ლიდერი ქვეყნის მთავრობას, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მოსახლეობის სრულად ინფორმირებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, რომ, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველომაც იაპონიიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი შეაჩეროს.