loader

"ღია ბიბლიოთეკა ბათუმის სანაპიროზე" - "ბიბლუსის" სოციალური პროექტი გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღია ბიბლიოთეკა ბათუმის სანაპიროზე" - "ბიბლუსის" სოციალური პროექტი გრძელდება

წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" სოციალური პროექტი "ღია ბიბლიოთეკა ბათუმის სანაპიროზე" გრძელდება. სასტუმრო "ინტურისტ პალასის" მოპირდაპირედ, პლაჟზე გახსნილი ღია ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალება ყველა ასაკის ადამიანს აქვს.

ღია ბიბლიოთეკიდან დილის 10:00-დან საღამოს 19:00 საათამდე ნებისმიერ მომხმარებელს ტელეფონის ნომრის, სახელის და გვარის მითითებით შეუძლია წიგნის გატანა. "ბიბლუსის" სლოგანია: "წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით".

სოციალური პროექტი 5 აგვისტოს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. როგორც მაღაზიათა ქსელის პიარ-მენეჯერმა მარიამ წამალაშვილმა აღნიშნა, პროექტი "დავითიანთან" ერთად ხორციელდება და ბათუმის სანაპიროზე წელს მკითხველს 5 000 წიგნით სარგებლობის საშუალება აქვს.

მარიამ წამალაშვილის თქმით, ამ სოციალურ პროექტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" "ბიბლუსის" ოფიციალურ გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.