საღამოს კაბით და სმოკინგით პლაჟზე - უჩვეულო საზაფხულო წვეულება
პლაჟზე წამოწოლა და მზეზე გარუჯვა, ზღვის ტალღებში ნებივრობა და ქვიშაში თამაში - საზაფხულო გართობა სმოკინგით და ელეგანტური საღამოს კაბებით. ნიუ იორკში, ლონგ აილენდის პლაჟზე გამართულ ზღვისპირა წვეულებაზე, საღამოს ტანისამოსში გამოწყობილი ათობით ადამიანი შეიკრიბა. ეს უჩვეულო წვეულება, სახელწოდებით Black Tie Beach, უკვე მეოთხე წელია, ყოველ ზაფხულს ეწყობა და უკვე ტრადიციად იქცა არამარტო ნიუ იორკში, არამედ მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც.