loader

პროსტიტუციისთვის გაქირავებული სასტუმრო და ღამის კლუბი ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის გაქირავებული სასტუმრო და ღამის კლუბი ბათუმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო "ვიქტორიას" მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ა, ამავე სასტუმროს ორი ადმინისტრატორი - საქართველოს მოქალაქეები იზო ლ. და ირინე გ, ასევე, ღამის კლუბ "რეინას" მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფაშა შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულები აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე