გიგანტურმა ხვრელმა ხეები შთანთქა
ამერიკაში გიგანტურმა კარსტულმა ძაბრმა ხეები შთანთქა. კარსტული ძაბრი ლუიზიანას შტატში 2012 წლის აგვისტოში წარმოიქმნა და დროთა განმავლობაში ფართოვდება. ამის გამო 350-ზე მეტი ადამიანი იძულებელი გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა და სხვაგან გადასახლებულიყო. ცოტა ხნის წინ ძაბრმა დაჭაობებული მიწის მთელი მონაკვეთი ხეებიანად ჩაყლაპა.