loader

სირიაში ლტოლვილი ბავშვების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში ლტოლვილი ბავშვების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც 2011 წლიდან სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, ლტოლვილ ბავშვთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. დაახლოებით, ორ მილიონამდე ბავშვი ამჟამად, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, თუმცა, ქვეყნის საზღვრები ჯერ არ დაუტოვებია.

გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, სირიაში 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ათასი ბავშვი. ბოლო, ყველაზე დიდი მსხვერპლი სირიის დედაქალაქ დამასკოში 21 აგვისტოს მოხდა. ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, მძინარე ქალაქში 1300 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ბავშვია.

euronews.net-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:

შემზარავი კადრები: ქიმიური იარაღის 1300 მსხვერპლი სირიაში

სულისშემძვრელი ამბავი 8 წლის სირიელ მებრძოლზე