იტალიელ არისტოკრატთა მდიდრული სასახლე და ზღაპრული ბაღები
ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის მხარეში ბორომეოს გვარის დინასტია დიდძალ ქონებას ფლობს. მათ შორის - ტბა მაჯორესა და ტბის ყურეში მდებარე კუნძულებს.
კუნძულებზე ულამაზესი საგვარეულო სასახლეები და ბოტანიკური ბაღები მდებარეობს. თავად ტბის პირას - უამრავი ძვირად ღირებული სასტუმრო, სადაც დასასვენებლად ძირითადად შვეიცარიელი, გერმანელი და ფრანგი ტურისტები ჩამოდიან.
ტბა მაჯორე იმითაცაა ცნობილი და საინტერესო, რომ ერთ-ერთ კუნძულზე ღამე ნაპოლეონსა და ჟოზეფინას გაუთევიათ.
რამდენიმე წლის წინ ბორომეოს გვარის შთამომავალი კომპანია "ფერარის" ერთ-ერთ მფლობელს გაჰყვა ცოლად. ქორწილი პომპეზურად აღნიშნეს. ახალშეუღლებულებისთვის გაბედნიერების მისალოცად ვერტმფრენით სილვიო ბერლუსკონიც ეწვია.
რაც შეეხება კუნძულ ბელაზე მდებარე სასახლეს, ის უზადო და ულამაზესია. სასახლის დარბაზებში გამოფენილია ბორომეოთა წინაპრების ავეჯი, ჭურჭელი, ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ცხენების აღკაზმულობა და საბრძოლო იარაღი. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა თავად იხილოს საგვარეულო სასადილო გარნიტური და საძინებელი ოთახები. აქვეა მილანის ეპისკოპოსების ფლიგელი, სადაც მაღალი რანგის სასულიერო პირების საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობდა. სწორედ ამ ფლიგელშია დაცული სასულიერო პირებისთვის განკუთვნილი მოოქროვილი ავეჯი და ტანსაცმელი.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე