რიონმა ფოთში მამაკაცის ცხედარი გამორიყა
გვიან ღამით, ფოთში, მდინარე რიონმა ქალაქის ცენტრალურ ხიდთან მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც ფოთის სამაშველო სამსახურში განაცხადეს, შეტყობინება მდინარეში გარდაცვლილის აღმოჩენის შესახებ ნიჩბოსნებისგან მიიღეს. ვარაუდობენ, რომ დაღუპული 10 დღის წინ დაკარგული ფოთის მკვიდრი შუახნის მამაკაცია.