მოსწავლეებმა საკლასო ოთახის ფანჯრიდან დამანგრეველი ტორნადო გადაიღეს
ეს კადრები ტოკიოს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადაიღეს. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ტორნადო სკოლის შენობას. ზოგიერთი ბავშვი დაფრთხა და გაქცევა სცადა, ნაწილი კი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს დამანგრეველ სტიქიას.
ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ტორნადოა, რომელიც იაპონიის დედაქალაქს დაატყდა თავს. სტიქიამ ათასამდე საცხოვრებელი სახლი და დაწესებულება მიწასთან გაასწორა, 60-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.