განსხვავებული აზრისთვის დღეს ჩვენ ქვებს გვესვრიან - თამარ ჩერგოლეიშვილი
განსხვავებული აზრისა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისთვის დღეს ჩვენ ქვებს გვესვრიან, - განაცხადა ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში". ჩერგოლეიშვილის თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისთვის, რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციისთვის საქართველოში ადამიანები იდევნებიან. მის პოზიციას არ დაეთანხმა ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პროცესი დაინტერესებული მხარის მიერაა მართული. მისი აზრით, ამ თემებით სპეკულაცია სპეციალურად წინასაარჩევნოდ ხდება.